კურორტ თეთნულდზე უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში, კურორტ თეთნულდზე უკრაინელი ტურისტი, როემლსაც მაშველები გუშინდელიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ცნობილია, რომ უკრაინის მოქალაქე იმ ადგილას იმყოდებოდა, სადაც ზვავი ჩამოწვა. მას შემდეგ კი ჯგუფის წევრებს ის აღარ უნახავთ. 

უკრაინელი ტურისტის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა. მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კურორტ თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. ძებნის პროცესში ჩართულები იყვნენ მოხალისეებიც.

შგახსენებთ, რომ გუშინ თეთნულდზე ზვავი 2-ჯერ ჩამოწვა. პირველ ზვავში 4 ჩეხი ტურისტი მოყვა. მათგან ერთს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: