ნინო ბურჯანაძე: პრაქტიკულად მაგიდიდან აგვაცალეს ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლა სურდა და გიგი უგულავას დაკავება სწორედ ამას ემსახურებოდა. ამის შესახებ ბურჯანაძემ განუცხადა ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელზეც ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბურ აქციის ჩატარებაზე შეთანხმდა.

„გიგი უგულავა ორი რამის გამო დააპატიმრეს. პირველი მიზეზია ის, რომ მასში დაინახეს ლიდერი, ხოლო მეორე – მათ სურდათ, რომ აყირავებულიყო მოლაპარაკებების მაგიდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები, რომლებსაც ჩვენ, ოპოზიცია, დავეთანხმეთ, იმიტომ რომ ის ჩვენთვის მისაღები იყო. ეს ვარიანტი გამორიცხავდა კრიზისებს და ბევრად უფრო ახლოს იყო პროპორციულ სისტემასთან. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ინგორირება გაგვეკეთებინა იმის, რომ პრაქტიკულად მაგიდიდან აგვაცალეს ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ,

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: