გია ვოლსკი: ოპოზიციამ უკვე დაადასტურა, რომ არსებული სისტემით 73/77 არჩევნებზე მიდიან

Nusagi

ოპოზიციამ უკვე დაადასტურა, რომ მიდიან არჩევნებზე იმ სისტემით, რაც უკვე არსებობს, ეს არის 73/77-ზე, – ამის შესახებ „ქრონიკას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. 

მისი თქმით, დიალოგი აუცილებელია, რადგან ეუთო/ოდირ-ს აქვს ბევრი რეკომენდაცია, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში უნდა იყოს გათვალისწინებული. დეპუტატის თქმით, საარჩევნო გარემო მაქსიმალურად გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს.

„100/50-ზე იყო შეთავაზება იმისათვის, რომ ის შიში და განცდა, რომ შეიძლება რომელიმე პარტიამ ან პარტიათა გაერთიანებამ მიიღოს დიდი უპირატესობა, მოხსნილიყო და თანაც, არა მხოლოდ ოპოზიციისთვის იყო ეს შეთავაზება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც უფრო მისაღები ფორმულირება გახლდათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: