მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში რჩება

5 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარემ  აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბრალდებული ჩოლოიანი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 15 წლის მოზარდის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.  არასრლწლოვანი ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან პოლიციელის მხრიდან სავარადო ზეწოლის გამო 11 დეკემბერს გადახტა. მოზარდის ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ის კლინიკაში გარდაიცვალა.

Facebook Comments
%d bloggers like this: