ტრამპმა და პუტინმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსების სტატუსი შეინარჩუნეს

შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა 2019 წელს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსების სტატუსი შეინარჩუნეს.

გამოკითხვა კვლევითმა ორგანიზაციამ Gallup International–მა ჩაატარა. 

შედეგების მიხედვით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მესამე ადგილზეა და მათ თითქმის 10 ქულით ჩამორჩება.

მისი პოპულარობის მაჩვენებელი 77 ქულაა. რომის პაპი ფრანცისკე მას ერთი ქულით ჩამორჩება. მსოფლიოს ხუთ ცნობილ ლიდერს შორის ასევე მოხვდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი-73 ქულით.

მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად ცნობილ 13 ლიდერს შორის ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარეენდრა მოდი აღმოჩნდა (ინდექსი 54), რომელსაც ბრაზილიის პრეზიდენტ ჯაირ ბოლსონარუ (56) და ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი (60) უსწრებენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: