უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, თავად უგულავას და “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის გამოტანილი განაჩენის საბაბად გამოყენება, თავად უგულავას და “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს.

“საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებით ვუსმენთ, ვიღებთ მათ რჩევებს, სწორედ ამ რჩევიდან გამომდინარე ვსხედვართ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. თუკი ვინმეს აწყობს დღეს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თავად უგულავა და “ნაციონალური მოძრაობა”, რათა მათ გამოიყენონ ეს ყველაფერი საბაბად დიალოგის მაგიდიდან წასვლისთვის”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

ცნობისთვის, ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

Facebook Comments
%d bloggers like this: