Advertisements

ღამურები, ვირთხები და ქვეწარმავლები ინდონეზიაში კვლავ იყიდება – 8 თებერვალს გადაღებული ფოტოები

ღამურები, ვირთხები და ქვეწარმავლები კვლავ იყიდება ინდონეზიის სურსათის ბაზრებში. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივმა მთავრობამ და ჯანდაცვის სააგენტომ, ცოტა ხნის წინ მენიუდან მათი ამოღების რეკომენდაცია გასცა. მიზეზი მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების საშიშროებაა.

გატყავებული ქვეწარმავლები და კობრას სისხლი კვლავ მარტივად ხელმისაწვდომია ჯაკარტას ბაზარში.

ცნობისთვის, ინდონეზიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, ამ დრომდე, გამოვლენილი არ არის.

ფოტოები გადაღებულია სააგენტო “ფრანს პრესის” მიერ, 8 თებერვალს.

Facebook Comments
Advertisements