ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1369-ს მიაღწია

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1369-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში აღნიშნული ვირუსით 242 ადამიანი დაიღუპა. ასევე, გამოვლენილია ინფიცირების 15 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 60 350-მდეა გაზრდილი.

ასევე, ამ დროისთვის, გამოჯანმრთელდა 6 ათასზე მეტი პაციენტი.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩინეთის მთავრობის განკარგულებით, ხუბეის პროვინციაში დამატებით 2 600 მედიკოსი გაგზავნეს.

ამასთან, ვირუსის გამო, ჰონგ კონგში სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტამდე გადაიდო.

Facebook Comments
%d bloggers like this: