გვახსოვს მათი მხრიდან ასეთივე საბოტაჟი ვიზალიბერალიზაციის მიღების დროსაც

მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტების ჩავარდნა, თუნდაც ის ერთ-ერთი მიმდინარე დოკუმენტი იყოს, აზიანებს არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია იბრძვის ქვეყნის წინააღმდეგ, სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლა კი არის ბოროტება და ღალატი. „იქნებ, ეს როგორმე გაითავისოს ოპოზიციამ და სხვა დროს შეეცადონ და  ქვეყნის წინააღმდეგ ნუ იმოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამით „ქართული ოცნება“ დააზიანონ“, – აღნიშნა მდინარაძემ. 

მისი თქმით, ის ცვლილება, რომ საქართველოში ვინმე პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, ჩავარდა. „სწორედ ამის გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც შეეძლო  მხარი დაეჭირა ამ დოკუმენტისთვის, თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ეს ცვლილება ჩააგდო. საბედნიეროდ, ეს ქვეყანას ბევრს ვერაფერს დააკლებს. ჩვენ გვახსოვს ვიზალიბერალიზაციის მიღების დროსაც ასეთივე საბოტაჟი მათი მხრიდან, თუმცა ვიზალიბერალიზაცია მაშინ ჩვენ მაინც მივიღეთ. საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, შემდეგ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტრასბურგში საქართველო – ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა დასრულდა. დეპუტატებმა, ერთობლივი დეკლარაციის მიღება ვერ შეძლეს. ეს არის დოკუმენტი, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეა საუბარი, თუმცა, დღეს ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: