დღეიდან საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ხოლო მაღალმთიან რაიონებში დასავლეთის მიმართულების ქარიც გაძლიერდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში მცირე ნალექს და ქარის გაძლიერებას ელიან, ტემპერატურა კი + 4-6 გრადუსი იქნება.

როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ნალექის რაოდენობა ხვალ შემცირდება, ხოლო 15 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: