საკრუიზო ხომალდი, რომლის მიღებაზე ხუთმა პორტმა უარი განაცხადა, კამბოჯამ მიიღო

საკრუიზო ხომალდი, რომლის მიღებაზე ხუთმა პორტმა უარი განაცხადა ბორტზე კორონავირუსით ინფორებულების შესაძლო არსებობის გამო, კამბოჯამ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

საკრუიზო ხომალდმა „ვესტერდამმა“ ბანგკოკის პორტში 11 თებერვალს სცადა შესვლა, თუმცა ეკიპაჟს უარი უთხრეს. ტაილანდის საზღვაო ძალების გემმა ის ტაილანდის ყურიდან გააცილა, საიდანაც ტურისტებით სავსე ხომალდმა კამბოჯისკენ აიღო გეზი. მანამდე გემი გააბრუნეს ტაივანიდან, გუამიდან და იაპონიიდან.

ჰოლანდიურ-ამერიკული კომპანიის კუთვნილი „ვესტერდამი“ ჰონგ-კონგიდან პირველ თებერვალს გავიდა. ბორტზე 145 მგზავრი და ეკიპაჟის 802 წევრი იმყოფება. კამბოჯის სიჰანოუკვილის პორტში შესვლისას გემის ბორტზე მყოფი პირები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. მხოლოდ ამის შემდეგ მგზავრები ხმელეთზე გადასვლასა და საკუთარ ქვეყნებში გამგზავრებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, იაპონიის ოიკოჰამას პორტთან კიდევ ერთი საკრუიზო ხომალდი დგას, რომლის ბორტზეც მყოფ პირებიდან 200-ზე მეტს კორონავირუსი დაუდგინდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: