სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტის კომისიაზე: პოლიტპატიმარი მხოლოდ გიგი უგულავა არ არის

“რაც უფრო მეტი დაკვირვება იქნება პოლიტიკური პატიმრების საქმეზე, მათ შორის გიგი უგულავაზე, ძალიან კარგია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, გიგი უგულავას საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ის არ არის ერთადერთი პოლიტპატიმარი.

“პოლიტპატიმრები არიან, გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი, პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან მაგალითად ნიკა მელია, ნიკა გვარამია. მთელი ჯარია ადამიანების, რომლებმაც დელეგაციის ხელმძღვანელს, მათ შორის ევროპარლამენტში, მიწერა წერილი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: