სოფო კილაძე: ოპოზიციის ინტერესია გიგი უგულავა პოლიტპატიმრად მონათლოს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის შეფასებით, ოპოზიციას არ სურს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას საქმეზე საქართველოში ევროპარლამენტის კომისია ჩამოვიდეს.

მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად მოინათლოს.

“ჩვენ ნამდვილად დასამალი არაფერი გვაქვს. დარწმუნებული ვართ, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტარები გაეცნობიან ამ საქმეს, თვითონვე მიხვდებიან, რომ საქმეში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: