ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა

ქუთაისში 20 საჯარო სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მიზეზი ბუნებრივი აირის შეწყვეტაა.

განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლაშას ვერ მიეწოდა ბუნებრივი აირი და ბავშვევის უსაფრთხოების გამო სწავლა ერთი დღით შეწყდა.

სწავლა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება. “სოკარ გაზის” გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო ქალაქის თითქმის 60 %-ს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: