ჯეფ ბეზოსმა ბევერლი ჰილსზე სახლი $165 მილიონად იყიდა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბევერლი ჰილსზე ძვირადღირებული სახლი შეიძინა.

ფეშენებელურ სახლში Amazon-ის დამფუძნებელმა 165 მილიონი დოლარი გადაიხადა. სახლი ბეზოსმა მედიამაგნატ დევიდ გეფენისგან იყიდა.

Warner Estate-ი 38 კილომეტრის ტერიტორიაზეა გაშენებული. ის გასული საუკუნის 30-იან წლებში Warner Bros-ის პრეზიდენტის, ჯეკ უორენისთვის დაპროექტდა. წელს ბეზოსმა 3 ბინა ნიუ-იორკშიც შეიძინა, რაშიც 80 მილიონ დოლარამდე დახარჯა.

Facebook Comments
%d bloggers like this: