წადი გიორგი ეკლესიაში და მოინანიე, რისი მონანიებაც კიდევ შეიძლება

ხომ არ გგონია, იმიტომ გახდი პრეზიდენტი, რომ დაიმსახურე,-ასე მიმართავს ყოფილ პრეზიდენტს ნაციონალური მოძრაობის დროს, პატრულის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე. 

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი იმ ადამიანებს უერთდება, ვინც მშობლებს შვილებს უხოცავდა და ახლა  რევანშისთვის ემზადება.

„ვის ოპოზიციაში დგები გიორგი ვის, არ მახსოვდეს მაინც რას წარმოადგენდი და ვინ იყავი, კარგ სიზმარშიც ვერ ინატრებდი პრეზიდენტობას და გახდი. შენ ხომ არ გგონია იმიტომ გახდი, რომ  დაიმსახურე, მე ამას ასე ვიტყოდი – „გახდი რააა,,

მერე რააო არ მითხრა ახლა. მერე ის,რომ იმათ უდგახარ გვერდით, ვითომ ჩემთან ერთად რომ ებრძოდი. იმათთან დგახარ, ვინც შვილებს გვიხოცავდა და ციხეებში ადამიანებს აუპატიურებდაა, იმათთან დგახარ, ვინც მოსკოვის უნივერსიტეტებში კგბ-ს სრული კურსი დახურეს, თუ ფეხებზე გკიდია ყველაფერი, რაც ამ ნაძირლებმა ჩაიდინეს და ისევ რევანშისათვის უერთდები, რომ უარესი გააკეთოთ ერთად.

რისი მიღწევა გინდა თქვი მაინც, წადი ეკლესიაში და მოინანიე ის, რისი მონანიებაც ჯერ კიდევ შეიძლება, შვილები გეზრდება და ნუ იზამ იმას, რომ თავჩაღუნულებმა იარონ მთელი ცხოვრება…….
უმადურობა ვერაა კარგი კაცის საქციელი და ….
კარლ გუსტავ იუნგი – ,,შენ არ ხარ ის, რასაც ფიქრობ ან ამბობ, შენ ხარ ის, რასაც აკეთებ“.წერს ჯამბულ გამცემლიძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: