გია ცაგარეიშვილი – ქართული ოცნება კუს დაემსგავსა სულხან-საბას ცნობილი იგავიდან

სიმართლე ნდა ითქვას, ქართული ოცნება სულხან-საბას ცნობილ იგავს დაემსგავსა კუ და მორიელზე,-ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა postv- ს ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნება სულხან-საბას ცნობილ იგავს დაემსგავსა კუ და მორიელზე. გახსოვთ ალბათ, მდინარე ვერ გადაცურა მორიელმა და კუმ უთხრა, შემაჯექი ზურგზე და მე გადაგიყვანო. შუა მდინარეში დაუწყო მორიელმა კბენა, გესლი ჩაუნთხია სხეულში. კუმ უთხრა, რას აკეთებო, მორიელმა უპასუხა, ეს არის ჩემი ბუნებაო. სწორედ ეს დაემართა ქართულ ოცნებას. შემოისვა ნაცმოძრაობა კისერზე და იფიქრა, გადავიყვან  მეორე ნაპირზე, იქნებ რამე გამოვიდეს ამ ხალხისგანო, მაგრამ არ გამოვა მაგათგან არაფერი. როგორც კი შანსი ექნებათ ხელისუფლებაში მობრუნების, იგივეს დაიწყებენ. არავის არ ვზაფრავ, მე ეს ყველაფერი გამოვცადე და არ მინდა იმ ადამიანებმაც გამოსცადონ, ვისაც ეს არ ახსოვს და მაშინ 14-15 წლისები იყვნენ“,-განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: