დონალდ ტრამპი: ხმას მივცემდი პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც გეი იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხმას მისცემდა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც გეი იქნებოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტ ჯერალდო რივერასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისცემდნენ თუ არა ხმას ამერიკელები პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც გეია, მიმართა ჟურნალისტმა პრეზიდენტს.

„ვფიქრობ, კი. ალბათ, იქნებიან ისეთები, ვინც ხმას არ მისცემენ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე მათ რიგებში არ ვიქნები“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: