2012 წელს ოპოზიციური ერთობის მიზანი ცოცხლად გადარჩენა იყო, დღეს კი, ხელისუფლების გამოგლეჯაა

 2012 წლის და ახლანდელ ოპოზიციურ ერთობებს შორის რადიკალური განსხვავებაა, -ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა „პოსტივის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები მაშინ იმისთვის იკრიბებოდნენ, რომ ცოცხლად გადარჩენის საკითხი იდგა, ახლანდელი ოპოზიციის შეკრებას კი ერთი მიზანი აქვს- ხელისუფლება გამოსტაცოს „ქართულ ოცნებას“.

„ჩვენ 2006 წლიდან ვიკრიბებოდით, 2007 წლის 2 ნოემბერს აქციაზე 100 ათასი ადამიანი მოვიდა. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის გამარჯვებაში ძალიან ბევრ ხალხს აქვს წვლილი შეტანილი. მოდით, ნუ დავუკარგავთ მათ ამ დამსახურებას- ძმებ გაჩეჩილაძეებს, უამრავ ადამიანს. ჩვენ გვყავდა ბევრი უსახელო გმირი, რომელთა სახელები არ მე ვიცი. ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე იყვნენ და არასდროს გაქცეულან, როცა გვარბევდნენ. მინდა გავავლო წყალგამყოფი. რატომ ვიკრიბებოდით მაშინ? იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იყო, ადამიანებს ხოცავდნენ. ჩვენ მაშინ ვიკრიბებოდით, რადგან მაშინ პირდაპირი მნიშვნელობით, ცოცხლად გადარჩენის საკითხი იდგა, ეს ადამიანები კი იკრიბებიან იმისთვის, რომ ხელისუფლება გამოსტაცონ „ქართულ ოცნებას“,-განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიციის სახელით ისევ ძველი სახეები საუბრობენ.

„2012 წელს, როდესაც პარლამენტში შევედით, ნაცმოძრაობის წევრებმა ეგრევე დაიწყეს ჩვენი დაკომპლექსება- ნუ იხდებით წარსულში, წინ გაიხედეთო. სწორად გამიგეთ, მე არ მინდა წარსულში ყურება, მინდა, მომავლისკენ გავიხედო, 2 შვილი და 2 შვილიშვილი მყავს და მინდა, ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, მაგრამ სად მოხდა მათი განახლება ახალი სახეებით? მხოლოდ საკუთარი შვილებით. სამზარეულოდან არც კი გასულან, იქვე შეივსეს პარტიები. მეზობელი მხარს არ უჭერს და ოჯახის წევრებით გადაწყვიტეს პარტიის წევრების გაბევრება. არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება, ისევ იგივე სახეებით წავლენ არჩევნებისკენ. მათი ჭეშმარიტი სახე დღეს კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა საქართველოს შესახებ რეზოლუციის გადადებაზე, როდესაც ძალაუფლების მოხვეჭით, დაბნედილი, ეგზალტირებული სახეებით გაჰყვიროდნენ, რომ დავამარცხეთ „ქართული ოცნებაო“ არადა არ ესმით, რომ სახელმწიფო მარცხდება ამით, არც არასდროს ესმოდათ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: