სასამართლომ ბექა კვიციანი კვლავ პატიმრობაში დატოვა

მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კვიციანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და მოსამართლე ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილებით, ის ძალაში დარჩა.

საქმის პროკურორი კვიციანის მხრიდან სამართალდამცავების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც საუბრობს. მისივე თქმით, კვიციანმა წინასწარი დაკავების იზოლატორში პოლიციელებზე ფიზიკურად იძალადა.

დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ბექა კვიციანს ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაზეც წაუყენეს.

კვიციანის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიაჩნია, რომ მას უკანონო ბრალი წაუყენეს, რის გამოც ის გაღიზიანდა, თუმცა, აცხადებს რომ მოსამართლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

შემდეგი სასამართლო სხდომა 25 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება.

Facebook Comments
%d bloggers like this: