აშშ-ში 5 წლის ბიჭმა ოჯახი ხანძრისგან იხსნა

აშშ-ში, ჯორჯიაში 5 წლის ბიჭმა საკუთარი ოჯახი ხანძარში სიკვდილისგან იხსნა. ამის შესახებ CNN-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, ნოა ვუდსმა ღამე გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ საძინებელს, რომელსაც ის პატარა დასთან იყოფდა, ცეცხლი გაჩნდა. ბიჭი ნამდვილი გმირივით მოიქცა. ჯერ ოთახიდან 2 წლის გოგო გაიყვანა, მერე კი ძაღლის გადასარჩენად დაბრუნდა. 

შემდეგ პატარა გმირი ბიძის სახლისკენ გაიქცა, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. ერთად მათ ოჯახის დანარჩენი წევრების სახლიდან გამოყვანა შეძლეს. მომხდარის გამო ნოას საპატიო მეხანძრის წოდება მიანიჭეს. მაშველების თქმით, ის რომ ბავშვი ასეთ ვითარებაში არ დაიბნა და სწორი ნაბიჯები გადადგა დიდი იშვიათობაა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: