პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შევთანხმდით, რომ ევროკავშირს ახალი ინიციატივით მივმართოთ

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც მისი თქმით, უკრაინელ და მოლდოველ პარტნიორებთან ერთად მიუნხენის კონფერენციაზე შეთანხმდნენ. ახალი ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უკავშირდება. 

„ბრატისლავის ეუთოს სამიტზე ჩვენ ერთობლივი წინადადებით მივმართეთ ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში მომავალი ნაბიჯების შესახებ. წელს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. ძალიან ინტენსიურად ვემზადებით ამ სამიტისთვის და ვემზადებით სამეულის ფორმატში.

დღეს შევთანხმდით, რომ კიდევ ახალი ინიციატივით მივმართოთ ევროკავშირს, რათა ფინანსური მხარდაჭერა უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ სამეულთან მიმართებაში. შეთანხმებული ვართ ერთობლივ ინიციატივაზე, ერთობლივი წერილითაც მივმართოთ ევროკავშირს“, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს მიუნხენში, სადაც 56-ე კონფერენცია მიმდინარეობს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

Featured