კობახიძემ მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ასეთი საუბრები ამერიკასა და ევროპაში

ბატონმა კობახიძემ მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ასეთი საუბრები ამერიკასა და ევროპაში და რა ძალები აიძულებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ნაცმოძრაობა ხელოვნურად დააწინაუროს არჩევნებში,-ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის “ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ანუ თუ სწორად გავიგე, ეს საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბებას ურჩევენ. ასეა?! მხარდაჭერა არა აქვთ, კრიმინალური წარსული აქვთ, მაგრამ მაინც უნდა დატოვოთ, რას ნიშნავს, როგორ უნდა დატოვოთ, როგორც არარსებული 800 000 ხმა დაუწერეთ, ისე?!

წინასწარ იცოდეთ, პოლიტიკურადაც და მორალურადაც აფეთქდებით ამ ნაღმზე.“,=წერს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებმა და კონგრესმენებმა იციან „ნაცმოძრაობის“ წარსულის შესახებ, თუმცა მათი დამოკიდებულება არის მარტივი, რომ კი ბატონო, არის ცუდი ოპოზიცია, არის სუსტი ოპოზიცია, მაგრამ ეს არის დღეს ოპოზიცია და უნდა შეინარჩუნოთ,-

Facebook Comments
%d bloggers like this: