სამართალი

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ხუთი მუშა დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენმებლობის ნორმების დარღვევას გულისხმობს. 

დაშავებული ხუთი მუშიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა და ის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ უბისასთან, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე  რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა. სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე ჩინური კომპანია CRBC აწარმოებს. 

Facebook Comments