უცხოური მედია

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1523-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1523-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ 143 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პეკინში დაბრუნებული ყველა ადამიანი 14-დღიან კარანტინს გაივლის. 

ამავდროულად კორონავირუსის პირველი შემთხვევა აფრიკის კონტინენტზე, უკვე დაადასტურა ეგვიპტემ.

უკანასკნელი მონაცემებით, ვირუსით 66 492 ადამიანია დაინფიცირებული.

Facebook Comments