Advertisements
უცხოური მედია

ჰაიტიზე ბავშვთა სახლში გაჩენილ ხანძარს 14 მცირეწლოვანი ემსხვერპლა

ჰაიტიზე ბავშვთა სახლში გაჩენილ ხანძარს 14 მცირეწლოვანი ემსხვერპლა. შემთხვევა ღამით მოხდა.

ხანძარი ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა სახლში გაჩნდა.

სოციალური კეთილდღეობისა და კვლევების ინსტიტუტის გენერალური დირექტორის, არიელ ვილდრუანის განცხადებით, ბავშვთა სახლს, სადაც ტრაგედია მოხდა, მუშაობის უფლება არ ჰქონდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

Facebook Comments
Advertisements