აჭარის ტელევიზიასთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

აჭარის ტელევიზიასთან სოლიდარობის აქცია „საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადებას“ მიმდინარეობს. შეკრებილები სოლიდარობას უცხადებენ ტელევიზიის თანამშრომლებს, რომლებიც ამბობენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხეშია.

მათივე თქმით, მენეჯმენტი არასასურველ კადრებს ათავისუფლებს. კერძოდ, დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებენ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის მიმართ კი დისციპლინური წარმოებაა დაწყებული. გარდა ამისა, ეთერში ერთი თვეა აღარ გადის საგამოძიებო ფილმი.

აქცია სხვადასხვა მედიასაშუალებებში დასაქმებული ჟურნალისტების ორგანიზებით მოეწყო და მასში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ანალოგიური აქციები დაგეგმილია თბილისსა და ქუთაისშიც.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: