კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1665-ს მიაღწია

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1665-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 142 პაციენტის სიკვდილი დაფიქსირდა.

ვირუსით დაინფიცირებულთა ოდენობა 68 000-ზე მეტია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 10 000-მდე გაიზარდა. 

ცნობისთვის, გუშინ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი, ევროპის მასშტაბით, საფრანგეთში დაფიქსირდა. 

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.

Facebook Comments
%d bloggers like this: