მეუფე ნიკოლოზი – ” მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად… უნდა ვიჩქაროთ, უნდა მოვაგროვოთ კეთილი საქმეები”

იესო ქრის­ტეს მალე მოს­ვლა ეს არ ნიშ­ნავს სა­ა­თის და­ნიშ­ვნას და წამ­ზო­მის ჩარ­თვას. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უნდა ვი­ყოთ მზად ქრის­ტეს შე­სახ­ვედ­რად,- ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მე­უ­ფემ მარ­თლმა­დი­დებ­ლებს მირ­ქმის დღე­სას­წა­უ­ლი მი­უ­ლო­ცა. ამას­თან, მან რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ პატ­რი­არ­ქის მიერ ქა­და­გე­ბი­სას ნათ­ქვა­მი მე­ო­რედ მოს­ვლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სი­ტყვებ­მა ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ში გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია.

„ცოტა ხნის წინ, პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, რომ მე­ო­რედ მოს­ვლამ­დე შე­იძ­ლე­ბა სა­ა­თე­ბი არის დარ­ჩე­ნი­ლი და ამან გა­მო­იწ­ვია შეძრწუ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ხა­რე­ბა­ში არის ასე­თი ად­გი­ლი, რო­დე­საც მოგ­ვე­ბი მო­ვიდ­ნენ იე­რუ­სა­ლიმ­ში და რო­დე­საც მეფე ირო­დის უთხრეს, რომ იშვა ძე ღვთი­სა ქრის­ტე, სა­ხა­რე­ბა­ში ასე წე­რია – შეძრწუნ­და მეფე ირო­დი და მთე­ლი იე­რუ­სა­ლი­მი შეძრწუნ­და მას­თან ერ­თად. რამ შე­აძ­რწუ­ნა იე­რუ­სა­ლი­მი, რა­ტომ შე­შინ­და იე­რუ­სა­ლი­მი?! ქრის­ტე მო­ვი­და მხსნე­ლი სოფ­ლი­სა. აი, სწო­რედ აქ არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწავ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ­მა პატ­რი­არ­ქმა ჩვენ გვი­თხრა შე­ფა­რუ­ლი სა­ხით და ეს სწო­რედ ეხე­ბა დღე­ვან­დელ დღეს.

იესო ქრის­ტეს მალე მოს­ვლა ეს არ ნიშ­ნავს სა­ა­თის და­ნიშ­ვნას და წამ­ზო­მის ჩარ­თვას. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ უნდა ვი­ყოთ მზად ქრის­ტეს შე­სახ­ვედ­რად.

მე არ ვიცი, ჩვენ ვართ თუ არა მზად, მე სა­კუ­თარ თავ­ზეც ვერ ვი­ტყვი ამას, მაგ­რამ უნდა ვიჩ­ქა­როთ. უნდა მო­ვაგ­რო­ვოთ ეს კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი. მო­წყა­ლე­ბის, სარ­წმუ­ნო­ე­ბის საქ­მე, რომ ჩვენ მო­ვემ­ზა­დოთ ქრის­ტეს­თან შე­სახ­ვედ­რად. მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი ემ­ზა­დე­ბა ქრის­ტეს­თან შე­სახ­ვედ­რად და ჩვენც გვამ­ზა­დებს მას­თან შე­სახ­ვედ­რად“, – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

Facebook Comments
%d bloggers like this: