რომელი წესების აღსრულება არ არის მართებული მიცვალებულთათვის

წლე­ბის მან­ძილ­ზე, რე­ლი­გი­უ­რი რწმე­ნის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შე­დე­გად, ჩვენ­ში მრა­ვა­ლი არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა და ტრა­დი­ცია დამ­კვიდ­რდა. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლისს არც მიც­ვა­ლე­ბულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს. ზო­გი­ერთ მათ­გან­ში მარ­თლაც, დევს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მარ­ცვა­ლი. მაგ­რამ დიდ ნა­წილს სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სარ­წმუ­ნო­ე­ბას­თან. არა­ეკ­ლე­სი­უ­რი წე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა კი, გარ­დაც­ვლი­ლის სულს, შე­წევ­ნის ნაც­ვლად, მწუ­ხა­რე­ბას ანი­ჭებს.

არ­სე­ბობს წესი – საფ­ლავ­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ტა­ნი­სა­მო­სის, სარ­კის, სა­ა­თის, წყლის თუ სხვა ნივ­თე­ბის ჩა­ტა­ნე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად კა­მა­თო­ბენ იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია მსგავ­სი ქმე­დე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის­თვის.

ერ­თა­დერ­თი ნივ­თი, რო­მე­ლიც მიც­ვა­ლე­ბულს საფ­ლავ­ში უნდა ჩა­ვა­ყო­ლოთ, არის ნა­კურ­თხი ჯვა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ნი­სა­მო­სი­სა და სხვა­დას­ხვა ნივ­თის საფ­ლავ­ში ჩა­ტა­ნე­ბას – ეს მხო­ლოდ ცრურ­წმე­ნაა და რე­ლი­გი­ას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს. მსგავ­სი ქმე­დე­ბა არის და­კარ­გუ­ლი მად­ლი, რო­მე­ლიც შეგ­ვეძ­ლო, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე მო­წყა­ლე­ბის სა­ხით გაგ­ვე­ცა. ეკ­ლე­სი­უ­რი მო­ძღვრე­ბით, გარ­დაც­ვლილს იმ ქვეყ­ნად მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბა კი არ ესა­ჭი­რო­ე­ბა, არა­მედ ღვთის მად­ლი, რო­მე­ლიც ლოც­ვი­თა და მო­წყა­ლე­ბის საქ­მე­ე­ბით მის­დის მას.-0:16

– არ­სე­ბობს აზრი, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვამ­დე, ჭი­რი­სუ­ფალ­მა არ უნდა შე­ას­რუ­ლოს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი, არ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ცი­ლოს სამ­ძი­მარ­ზე მი­სუ­ლი ხალ­ხი და ა.შ. რა უნდა ვი­ცო­დეთ მსგავ­სი ჩვე­უ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ?

– აზრი იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს და­უშ­ვე­ბე­ლია, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვამ­დე ოჯა­ხის წევ­რებ­მა შე­ას­რუ­ლონ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი, მხო­ლოდ ცრურ­წმე­ნაა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს ქრის­ტი­ა­ნო­ბის უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან, რო­დე­საც გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ძი­რი­თად დროს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის სა­ეკ­ლე­სიო წე­სე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას უთ­მობ­დნენ და თუნ­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ ჰქონ­დათ. სწო­რედ აქე­დან მო­დის გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­ში მე­ზობ­ლე­ბის მიერ სა­დი­ლის მი­ტა­ნის წესი. ამ­გვა­რად, ჭი­რი­სუ­ფალს შე­უძ­ლია, გა­ა­კე­თოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე, თუკი ამას სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ი­თხოვს. ჭი­რი­სუ­ფალს ასე­ვე არ ეკ­რძა­ლე­ბა სამ­ძი­მარ­ზე მი­სუ­ლი ხალ­ხის გა­ცი­ლე­ბა, თუკი ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

– აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხის მო­უ­ნათ­ლა­ვი წევ­რის მო­ნათ­ვლა მის დაკ­რძალ­ვამ­დე?

– ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­უ­ნათ­ლა­ვი წევ­რის მო­ნათ­ვლა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს.

– მი­სა­ღე­ბია თუ არა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის ღა­მის თევა?

– მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის ღა­მის თევა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია გა­მარ­თლე­ბუ­ლი, თუკი გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი იმის გამო იკ­რი­ბე­ბი­ან, რომ ილო­ცონ მისი სუ­ლის­თვის. ამ მიზ­ნით მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ღა­მის­თე­ვა არა­თუ მი­სა­ღე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა, რად­გან ღა­მით ახ­ლობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, მშვი­დად ილო­ცონ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­ლის­თვის, რაც უდი­დე­სი მად­ლია. ხოლო თუკი ღა­მის თე­ვის დროს, გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლებს დრო გაჰ­ყავთ სა­უბ­რით, თავს იქ­ცე­ვენ სა­ე­რო გა­სარ­თო­ბით, ასე­თი ღა­მის თევა გარ­დაც­ვლი­ლის სულს ძა­ლი­ან ამ­ძი­მებს და ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რომ ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

– არ­სე­ბობს აზრი, რომ გარ­დაც­ვი­ლის სა­ხელ­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ვი­ძი­ნოთ კენ­ტი რა­ო­დე­ნო­ბით ყვა­ვი­ლი, რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია ეს ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით?

– მსგავს სწავ­ლე­ბას მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია არ იც­ნობს, ეს მხო­ლოდ ხალ­ხის მი­ე­რაა გა­მო­გო­ნი­ლი. სა­ერ­თოდ, უნდა იცო­დეთ, რომ ყვა­ვი­ლე­ბი და გვირ­გვი­ნე­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს სი­მარ­თლის გვირ­გვინს, რო­მე­ლიც მო­ე­ლის ღვთის წი­ნა­შე გა­მარ­თლე­ბულ ადა­მი­ანს ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში.

– მი­სა­ღე­ბია თუ არა პა­ნაშ­ვი­დის და დაკ­რძალ­ვის დღეს სამ­გლო­ვი­ა­რო მუ­სი­კის შეს­რუ­ლე­ბა?

– ეკ­ლე­სი­უ­რი მო­ძღვრე­ბით, რო­დე­საც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი შინ ას­ვე­ნია, და­უშ­ვე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სამ­გლო­ვი­ა­რო მუ­სი­კის შეს­რუ­ლე­ბა, რად­გან ეს უდი­დეს ტან­ჯვას ანი­ჭებს გარ­დაც­ვლი­ლის სულს. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით, გარ­დაც­ვი­ლის დაკ­რძალ­ვამ­დე იკი­თხე­ბა ფსალ­მუ­ნე­ბი და იგა­ლო­ბე­ბა სა­ეკ­ლე­სიო სა­გა­ლობ­ლე­ბი, რაც მის სულს სიმ­შვი­დეს ანი­ჭებს.

– რო­გორ უყუ­რებს ეკ­ლე­სია გარ­დაც­ვლი­ლის გა­მოს­ვე­ნე­ბი­სას შეს­რუ­ლე­ბულ სხვა­დას­ხვა რი­ტუ­ალს – მა­გა­ლი­თად, კარ­ზე სა­სახ­ლის მი­ჯა­ხუ­ნე­ბას, კვერ­ცხის გა­ტე­ხას, ტახ­ტის გარ­შე­მო მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სამ­ჯერ შე­მო­ტა­რე­ბას და სხვა…

– ძვე­ლად, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ანს დაკ­რძალ­ვამ­დე ას­ვე­ნებ­დნენ ეკ­ლე­სი­ა­ში, გა­მოს­ვე­ნე­ბის დროს კი ხდე­ბო­და ტაძ­რის გარ­შე­მო მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სამ­ჯერ შე­მო­ტა­რე­ბა, ეს იყო ლი­ტა­ნი­ო­ბის მსგავ­სი რი­ტუ­ა­ლი. ამას­თა­ნა­ვე, აყი­რა­ვებ­დნენ ტახტს, რო­მელ­ზეც გარ­დაც­ვლი­ლი იყო დას­ვე­ნე­ბუ­ლი, რაც მი­ა­ნიშ­ნებ­და მის საფ­ლა­ვი­დან გა­და­გო­რე­ბულ ლოდ­ზე. თუ ამ რწმე­ნით ვი­მოქ­მე­დებთ, მა­შინ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს რი­ტუ­ა­ლი ოჯახ­შიც შეს­რულ­დეს. სხვა და­ნარ­ჩე­ნი – გა­მოს­ვე­ნე­ბი­სას კვერ­ცხის გა­ტე­ხა, კარ­ზე სა­სახ­ლის მი­ჯა­ხუ­ნე­ბა, მი­ნის ჩამ­სხვრე­ვა და ა.შ. – მხო­ლოდ ცრურ­წმე­ნაა და ასე­თი ქმე­დე­ბით მიც­ვა­ლე­ბულს შე­უ­რა­ცხვყოფთ.

– ჩვენ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი წე­სის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის ჭურ­ჭელს ორ­მო­ცამ­დე ხელს არ ახ­ლე­ბენ, ლო­გინ­ზე ალა­გე­ბენ გარ­დაც­ვლი­ლის ტა­ნი­სა­მოსს და ნივ­თებს. ქრის­ტი­ა­ნუ­ლია თუ არა მსგავ­სი ქმე­დე­ბა?

– გარ­დაც­ვლი­ლის ტა­ნი­სა­მო­სი­სა და ნივ­თე­ბის სა­წოლ­ზე და­წყო­ბა არა­ვი­თარ სა­ჭი­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს; სა­ჭი­როა ამ ნივ­თე­ბის გა­ცე­მა მო­წყა­ლე­ბის სა­ხით. ასე­ვე არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სია გარ­დაც­ვლი­ლის სა­წო­ლის გვერ­დით მა­გი­და­ზე საჭ­მლის და­წყო­ბა. საკ­ვე­ბი მა­გი­და­ზე კი არ უნდა და­ვა­ლა­გოთ და შემ­დეგ, ჩვენ­ვე კი არ უნდა მი­ვირ­თვათ, არა­მედ მი­ვუ­ტა­ნოთ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს და და­ვა­პუ­როთ, სწო­რედ ამ­გვა­რად შე­ვე­წე­ვით გარ­დაც­ვლი­ლის სულს. მო­წყა­ლე­ბის საქ­მე­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­მო­ცამ­დე.

– აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა საფ­ლა­ვის მო­წყო­ბა ორ­მო­ცამ­დე?

– აზრი საფ­ლა­ვის ორ­მო­ცამ­დე მო­წყო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ცრურ­წმე­ნაა. მთა­ვა­რია, საფ­ლავ­ზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დაკ­რძალ­ვის­თა­ნა­ვე აღი­მარ­თოს ჯვა­რი – სიმ­ბო­ლო ხსნი­სა. რო­გორც წმინ­და მა­მე­ბი ბრძა­ნე­ბენ, უჯვრო საფ­ლავს ეშ­მა­კე­ბი ეპატ­რო­ნე­ბი­ან.

– შე­იძ­ლე­ბა თუ არა საფ­ლავ­ზე სან­თლის ან­თე­ბა?

– საფ­ლავ­ზე სან­თლის ან­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი იქ აღ­მარ­თუ­ლია ნა­კურ­თხი ჯვა­რი. საფ­ლა­ვის ქვის წინ, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი, სან­თე­ლი არ ინ­თე­ბა.

– ხში­რად გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­რათს ათავ­სე­ბენ. წმინ­და ხა­ტე­ბის გვერ­დით, რამ­დე­ნად ქრის­ტი­ა­ნუ­ლია ეს წესი?

– ხა­ტე­ბის გვერ­დით მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­რა­თის მო­თავ­სე­ბა არა­ეკ­ლე­სი­უ­რია.

– ქრის­ტი­ა­ნუ­ლია თუ არა წესი საფ­ლავ­ზე ღვი­ნის დას­ხმი­სა?

– წესი საფ­ლავ­ზე ღვი­ნის დაღ­ვრის სიმ­ბო­ლო­უ­რია, რაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის ცოდ­ვა­თა მი­ტე­ვე­ბის სურ­ვილს გა­მო­ხა­ტავს. ეს ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს იღებს გოლ­გო­თი­დან: რო­დე­საც ჯვარ­ცმულ მა­ცხო­ვარს ლახ­ვა­რი უგ­მი­რეს, გვერ­დი­დან სის­ხლი და წყა­ლი გად­მოს­დინ­და, რი­თიც გა­ნიწ­მინ­და ცოდ­ვი­ლი მიწა და ადა­მის საფ­ლა­ვი. ასე რომ, საფ­ლავ­ზე ღვი­ნის დაღ­ვრა არ იკ­რძა­ლე­ბა, მაგ­რამ ღვი­ნო უნდა და­იღ­ვა­როს მა­ნამ, სა­ნამ მოვ­სვამთ, რაც შე­ე­ხე­ბა საფ­ლავ­ზე პურ­მა­რი­ლის გა­ტა­ნას და სუფ­რის გაშ­ლას – ეს ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი წე­სია. ასე­თი სუფ­რა ხში­რად, ღრე­ო­ბა­ში გა­და­დის და ჩხუ­ბი­თა და აყალ­მა­ყა­ლით კი მთავ­რდე­ბა. მსგავ­სი ქმე­დე­ბით ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შე­ვე­წე­ვით მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სულს, პი­რი­ქით – ყო­ფას ვუმ­ძი­მებთ: “ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ნამ­დვი­ლად შავი დღეა: ლოც­ვის, სან­თლე­ბის დან­თე­ბი­სა და საკ­მევ­ლის კმე­ვის ნაც­ვლად, ასეთ დროს საფ­ლავ­ზე ნამ­დვი­ლი წარ­მარ­თუ­ლი ქელე­ხი იმარ­თე­ბა – ნუ გავ­ხდით ამ დღეს ყვე­ლა­ზე სა­ტან­ჯველს მათ­თვის” – წერს არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ა­ნე (კრეს­ტი­ა­ნინ­კი).

– სა­ჭი­როა თუ არა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე ცხვრის დაკ­ვლა?

– ჩვენ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხელ­ზე ორ­მოც­სა და წლის­თავ­ზე ცხვრის დაკ­ვლი­სა, არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლია და ამ ქმე­დე­ბით ვე­რა­ნა­ირ შვე­ბას ვერ მი­ვა­ნი­ჭებთ გარ­დაც­ვლი­ლის სულს. ეკ­ლე­სია არ კრძა­ლავს გარ­დაც­ვლი­ლის ორ­მოც­ზე, წლის­თავ­სა თუ მისი მოხ­სე­ნი­ე­ბის დღე­ებ­ში ცხვრის დაკ­ვლას, მაგ­რამ ამას არ უნდა მი­ე­ნი­ჭოს რე­ლი­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მხო­ლოდ ხალ­ხის და­სა­პუ­რებ­ლად. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სულს შე­ვე­წე­ვით ლოც­ვით, მის სა­ხელ­ზე მო­წყა­ლე­ბის გა­ცე­მით, სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დის გა­დახ­დით თუ სხვა, ეკ­ლე­სი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სე­ბის აღ­სრუ­ლე­ბით, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც რჩე­ვა-მი­თი­თე­ბას მოგ­ვცემს ნე­ბის­მი­ე­რი ღვთის­მსა­ხუ­რი.

წყარო: ჟურნალი ,,გზა”

Facebook Comments
%d bloggers like this: