ფრანგმა ვალენტინობაზე ლატარეაში 13 მილიონი ევრო მოიგო

საფრანგეთში, სონა და ლუარას დეპარტამენტის მკვიდრმა 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულზე ლატარეა Loto-ში 13 მილიონი ევრო მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Progres-ი ავრცელებს

გამარჯვებულის სახელი და ქალაქი, სადაც ის ცხოვრობს, ჯერჯერობით უცნობია. 60 დღის განმავლობაში ის „აზარტული თამაშების ფედერაციას“ უნდა დაუკავშირდეს და მოგებული თანხა წაიღოს.

Loto-ს ისტორიაში ყველაზე დიდი მოგება 2011 წლით თარიღდება, როდესაც ჯეკპოტის მფლობელმა 24 მილიონი ევრო მოიგო, მეორე და მესამე ადგილებზე კი 2014 წელს გათამაშებული 23 და 22 მილიონიანი ჯეკპოტებია.

Facebook Comments
%d bloggers like this: