ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

პოლიციამ ტყიბულის რაიონის სოფელ ზედუბანში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შნახვის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ. დააკავა.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის „აკს-უ“-ის მოდელის ავტომატი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: