გერმანიაში დააკავეს რადიკალები, რომლებიც მეჩეთებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ

გერმანიაში დააკავეს რადიკალური მემარჯვენე ორგანიზაცია „მყარი ბირთვის“ 12 წევრი, რომლებიც მეჩეთებზე, პოლიტიკოსებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

4 დაკავებულს რადიკალური დაჯგუფების წევრობა, 8-ს კი მათი ფულით და იარაღით უზრუნველყოფა ედება ბრალად. ისინი ერთმანეთს მესენჯერ WhatsApp-ის საშუალებით ეკონტაქტებოდნენ.

პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერი აუგსბურგის 53 წლის მკვიდრი ვერნერ ს.-ია. გასულ კვირას ის ჯგუფის სხვა წევრებს შეხვდა და 10 ტერაქტის გეგმა განიხილა, მათ შორის მეჩეთებზე ისეთი თავდასხმები, როგორიც გასულ წელს ახალ ზელანდიაში მოხდა.

გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფების წევრები იმედოვნებდნენ, რომ მათ ქმედებებს სამოქალაქო ომი მოჰყვებოდა. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ინსტრუქციები ამოიღო.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: