გია ვოლსკი: ნაცმოძრაობის პერფორმანსი ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რადგან იმ ძალას წამოადგენენ, რომელმაც ბევრი ადამიანი გააუბედურა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის პერფორმანსი ძალიან შემაძრწუნებელი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკის პარლამენტში, შოთაძის მოსმენის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბევრი ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, თითქოს „დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები“ არიან.

„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს, ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება, დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Facebook Comments
%d bloggers like this: