გრიგოლ ვაშაძე: ოპოზიციის კოორდინირებული ქმედებით “ოცნების” დამარცხება შესაძლებელია

“ყველაზე მთავარია ოპოზიციამ არჩევნებამდე, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ ერთიანობა შეინარჩუნოს”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, “ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ ოპოზიცია სამომავლო გეგმებს დასახავს.

“ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის კანდიდატი უნდა იყოს ერთი, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიები არ გაუწევენ კონკურენციას. მეორე მნიშვნელოვანია ფაქტი არის ის, რომ კოორდინირებულად იმოქმედონ ყველა ოლქში, იმისათვის, რომ პროპორციული ხმები, რაც შეიძლება მეტი ავიღოთ. აბსოლუტურად, შესაძლებელია “ქართული ოცნების”  არჩევნებში დამარცხება განსაკუთრებით ერთად, კოორდინირებულად, გააზრებულად ვიმოქმედებთ. მას შემდეგ, რაც ოლიგარქიული რეჟიმი დამთავრდება საქართველოში, შემდეგ განვიხილავთ მომავლის გეგმებს”, – განაცხადა “მთავარის” ეთერში ვაშაძემ.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

Facebook Comments
%d bloggers like this: