დონალდ ტრამპი – ღმერთი, ოჯახი და ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვანია

ღმერთი, ოჯახი და ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვანია, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დეიტონში, ტრადიციული მოტორბოლის გახსნაზე გააკეთა.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა „ათობით ათასს პატრიოტს“, რომელიც რბოლაზე ჩავიდა.

„რბოლის მონაწილეებს არასდროს ავიწყდებათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა“, – განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს.

დონალდ ტრამპი მეორე პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც დეიტონის რბოლას დაესწრო.

Facebook Comments
%d bloggers like this: