კახა კალაძე მარგველაშვილზე: არ მგონია, პოლიტიკურ პლასტელინს სხვადასხვა პარტიებთან პოლიტიკური მიკედლების რამე პრობლემა ჰქონდეს

არ მგონია, პოლიტიკურ პლასტელინს სხვადასხვა პარტიებთან პოლიტიკური მიკედლების რამე პრობლემა ჰქონდეს, მათ შორის, სააკაშვილთანაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

დედაქალაქის მერის თქმით, მეტი ადამიანის პოლიტიკურ პროცესში ჩართვას მიესალმება. „ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება და შესაბამისად, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

„ავტორიტარიზმის არჩევით „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა, არ არის დემოკრატია, ხალხის ერთიანობა და დასავლური გზა. არ შემიძლია ამის ყურება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას და ვეცდები, ვემსახურო ჩვენს დასავლურ არჩევანს ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს ყოფილი პრეზიდენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: