სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტთან აქციას მართავენ

პარლამენტთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის პოსტზე შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებენ.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პარლამენტის წინ მდგარ რკინის ჯებირზე სიმბოლურად ბოტასები დაკიდეს და ბანერები გააკრეს.

“ბოტასები არის სიმბოლო დღევანდელი პროკურატურის, ეს არის სიმბოლო ფარცხალაძე-შოთაძის. სწორედ ამიტომ მოვიტანეთ ბოტასები იმ ფოტოებთან ერთად, რა საქმეებიც გააყალბა შოთაძემ და ფარცხალაძემ.მოვედით იმიტომ რომ საზოგადოებას შევახსენოთ კიდევ ერთხელ თუ ვის აძლევს უფლებამოსილებას პროკურატურა და 6 წლიან მანდატს. ამ აქციით საქართველოს პარლამენტს შევახსენებთ, რომ ვის აძლევენ ხმას კარგად დაფიქრდნენ”, – განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის წევრმა ზვიად კუპრავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: