უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი

17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დღეს, შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.

“ჰაერის ტემპერატურა +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

Facebook Comments
%d bloggers like this: