ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ხმაური იყო

მოძრაობა “გაბედემ” ქუთაისში სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ აქციის გამართვა სცადა, თუმცა სასამართლოს დაცვის წევრებმა მათ მოუწოდეს, რომ კანონის შესაბამისად, შენობიდან 20 მეტრის მოშორებით დამდგარიყვნენ.

აქციის მონაწილეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც ხმაური მოჰყვა. “ვერ შეგვაშინებთ”, „ყველას ვერ დაგვიჭერთ” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ გაბედეს იმ წევრებს, რომელთა სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

საქმე ეხება შარშან, ნოემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მოძრაობა „გაბედეს“ 5 აქტივისტს, რომელთა სასამართლო პროცესი დღეს მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

აქტივისტები მაშინ შენობის პიკეტირებას ცდილობდნენ, ბრალად კი მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ. კერძოდ, აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს სუსის შენობის შესასვლელის ბლოკირება, რასაც მათსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ბრალდებულთა შორისაა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ვაჟი, ბექა ნათელაშვილიც. მისი განცახდებით, აქტივისტების მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, მთავარი მიზანი კი მათი დაშინებაა.

Facebook Comments
%d bloggers like this: