ჩაფიძის კლინიკაში ვეტერანებს უფასო კვლევები ჩაუტარდათ

Nusagi

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 15 თებერვალს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უწყების 150-მდე ბენეფიციარს გაეწია.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი.

ურთიერთთანამშრომლობა უწყებასა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად გრძელდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის 120-მდე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა და ომისა და თავდაცვის ძალების 10 000-ზე მეტ ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია.

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებაც, უწყების ბენეფიციარებს, ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: