ხონში ჩაისუბნის სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია

ხონში, ჩაისუბნის სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს.

ცეცხლი სასწავლო პროცესის დროს გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ხონში, ჩაისუბნის სკოლაში ხანძარი დღეს გაჩნდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: