ჩინეთის პროვინცია ხუბეიში მოქალაქეებს სახლიდან გასვლა აუკრძალეს

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ დღე-ღამეში 105 ადამიანი შეადგინა. მსხვერპლის საერთო რაოდენობა 1700-ს აჭარბებს. ამის შესახებ South China Morning Post იუწყება.

ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 70 ათასს მიაღწია. მათგან 58 000 ჩინეთის პროვინცია ხუბეიშია რეგისტრირებული. კორონავისრუსის გავრცელებასთან საბრძოლველად რეგიონის მთავრობამ შეზღუდვები დააწესა. კერძოდ, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. 

17 თებერვალს ასევე ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, რომელიც კარანტინზე იმყოფება იაპონიის პორტ იოკაგამაში, კორონავირუსით დაინფიცირდა აშშ-ს 44 მოქალაქე, სულ გემზე დაინფიცირებულია 355 ადამიანი. 

ახალი ტიპის კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს გამოჩნდა. 30 იანვარს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: