მოსახლეობაში სააკაშვილის დაბრუნების შიში გასაფანტია და ეს თვითონ სააკაშვილმა უნდა გააკეთოს

საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში იმის გამო იმარჯვებს, რომ ხალხს სააკაშვილის დაბრუნების ეშინია. 

ელისაშვილის განცხადებით, ეს შიში მოსახლეობაში პირველ რიგში სააკაშვილმა უნდა გაფანტოს.

„ამაზე მიდის მსჯელობა. ეს შიში სერიოზულად უნდა გაიფანტოს. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ივანიშვილი რომ წავა, სააკაშვილი ტანკით და კრეისერით არ შემოვა. სააკაშვილს მთავარია იმ მმართველობის სისტემა არ დახვდეს, რაც იყო. ეს არის პროკურატურის, სასამართლოს, სუს-ის სისტემა. სააკაშვილს ისეთის სისტემა უნდა დახვდეს, რომ მან ისინი ხელში ვერ ჩაიგდოს. ვერავინ ვერ უნდა ჩაიგდოს, მთელი ამბავი ეს არის. იმ სუს-შიც არიან პატრიოტი, გულიანი ადამიანები, ვინც დაიღალნენ ოპოზიციის თვალთვალით“,-აცხადებს ელისაშვილი. 

მისივე თქმით, საქართველოში, საბჭოთა წყობიდან მოყოლებული ისეთი „მამაძაღლი “ სისტემაა, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, ნებისმიერს გარყვნის.

„ეს სისტემა გახრწნის აუცილებლად ილია ჭავჭავაძეც რომ იყო ან ნიკო ნიკოლაძე. ამიტომ სისტემა უნდა დავანგრიოთ და პირველ რიგში, სააკაშვილმა, რომლის ძალადობისაც ხალხს ეშინია, სალოცავთან მივიდეს თუ ბიბლიასთან დაიფიცოს, ეს უნდა იყოს ძალიან სერიოზული დაპირება, რომ შიში მოიხსნას და ხალხმა ამას რეალურად შეხედოს. ამის შემდეგ ივანიშვილი დარჩება ერთი პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული კაცი“,-განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილიმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

​ელისაშვილის თქმით, მისთვის სრულიად მისაღებია „გირჩის“ სტრატეგია, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: