აკაკი ბობოხიძე: „ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე კომფორტულად მისვლის საშუალება არ ექნება

„ქართულ ოცნებას“ არჩევნებამდე კომფორტულად მისვლის საშუალება არ ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანა პიკეტირება არ არის, არამედ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დამარცხებაა, „სწორედ არჩევნებზე უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ „ქართული ოცნების” ბედი“, – აღნიშნა ბობოხიძემ.

ოპოზიცია ისევ პარლამენტის ბლოკირებას გეგმავს. ისინი სირცხვილის დერეფნის მეშვეობით აპირებენ დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

Facebook Comments
%d bloggers like this: