,,გესმით მაინც, რას ბოდიალობთ?!”-ბონდო მძინარაშვილი

ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას ალექსანდრემ გამოჩენილი ფილოსოფოსი დიოგენე მოინახულა. დიოგენე მზეს ეფიცხებოდა, როდესაც ალექსანდრე თავისი სარდლების თანხლებით თავზე დაადგა.
– მე ალექსანდრე ვარ! – უთხრა მეფემ.
– მე კი დიოგენე! – უპასუხა ფილოსოფოსმა.
– მითხარი, რაც გინდა და შენს ნებისმიერ სურვილს ავასრულებ, – მიმართა ალექსანდრემ.
– თუ შეიძლება, ცოტა გვერდით გადექი, მზეს ნუ მიჩრდილავ, – უპასუხა დიოგენემ.
ამგვარმა პასუხმა სარდლები მეტად აღაშფოთა, თუმცა ალექსანდრემ ისინი დააშოშმინა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
– მე რომ ალექსანდრე არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდი.

ჰოდა, როგორი მაკედონელიც სააკაშვილია, ისეთივე დიოგენე ხარ შენც! 
როცა შეხვდებით, მესამე-მეოთხეზე გაითვალეთ, მეტს მაინც ვერაფერს მოახერხებთ! 

პრეზიდენტყოფილი რა “დემოკრატიის გაძლიერების ხედვაზე” უნდა ელაპარაკო იმ პრეზიდენტყოფილს, რომელმაც იმ სახელმწიფოს მოქალაქეობაზე თქვა უარი, რომლის მთავარსარდალიც იყო?!
გესმით მაინც, რას ბოდიალობთ?!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი

Facebook Comments
%d bloggers like this: