გიგა ბოკერია: შოთაძის დანიშვნა არის საზოგადოების აბუჩად აგდება

Nusagi

შოთაძის დანიშვნა არის საზოგადოების აბუჩად აგდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, რომელიც პარლამენტთან პიკეტირებაში მონაწილეობს.

მისი თქმით, თავის დროზე ირაკლი შოთაძე იმიტომ გადადგა, რომ ე.წ. ხორავას სამეზე დეპუტატებიც კი აღშფოთებულები იყვნენ უწყების საქმიანობით.

„ეს კაცი თავის დროზე გადადგა იმიტომ, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე, რომელზეც მთელი საქართველოს ყურადღება იყო მიპყრობილი, ისე მოიქცა ის და მისი უწყება, რომ ივანიშვილის მომხრე დეპუტატებიც კი აღშფოთებულები იყვნენ. მერე, საგამოძიებო კომისიამ, „ევროპული საქართველოს“ უმრავლესობით დოკუმენტურად აჩვენა, როგორ თავხედურად იმოქმედა გამოძიებამ და მოუწიათ ბრალის წაყენება მათთვის, რასაც გამოძიება ჩქმალავდა”, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურას იურიდიულმა კომიტეტმა რეკომენდაცია 8 ხმით გაუწია. ჩატარდა ფარული კენჭისყრა. პროცედურას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: