დეპუტატების ნაწილს პარლამენტში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ

მმართველი გუნდის ოპონენტები, მხარდამჭერებთან ერთად, დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ და გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ პროცესი ფორმალურია და უწყებაში მისი დაბრუნება უკვე გადაწყვეტილია.

ამ დროისთვის ჩიტაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, „ევროპული საქართველოს” და „ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. 

აქტივისტები არიან აგრეთვე ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან. „ქართული ოცნების” რამდენიმე დეპუტატს აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწია პარლამენტში შესვლა.

Facebook Comments
%d bloggers like this: