დონალდ ტრამპი: პრეზიდენტი ობამა ახლა ცდილობს ეკონომიკური ბუმი მიიწეროს – ეს შარლატანობაა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამა მისი ადმინისტრაციის ეკონომიკური მიღწევების თავის თავზე მიწერაში დაადანაშაულა, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ახლა დასაქმების საუკეთესო მაჩვენებლები აქვს ისტორიაში.

„გაიგეთ ბოლო შარლატანობაზე? პრეზიდენტი ობამა ახლა ცდილობს ეკონომიკური ბუმი მიიწეროს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ხდება. დიდი დეპრესიის შემდეგ მას ეკონომის ყველაზე სუსტი გამოცოცხლება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთი ნული იყო“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა twitter  გვერდზე.

„მომიწია ჩვენი არმიის აღდგენა, რომელიც სრულად გამოფიტული იყო. ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია, გადასახადები და რეგულაციები შემცირებულია. დემოკრატებს 2016 წელს რომ მოეგოთ, აშშ-ს ახლა დიდი ეკონომიკური და სამხედრო პრობლემები ექნებოდა. საუკეთესო კიდევ წინ არის. შევინარჩუნოთ დიადი ამერიკა“, – აღნიშნა ტრამპმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: