ეკა ბესელია: პროკურატურაში ირაკლი შოთაძის დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა, რომელსაც სჭირდება სანდოობის გარანტიები

„ირაკლი შოთაძის დაბრუნება გენერალურ პროკურორად, არის პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება სანდოობის გარანტიები. თუმცა შოთაძეს პროკურატურაში დიდი გავლენები ჰქონდა, ამიტომ მისი დაბრუნება ამასაც უკავშირდება“, – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ პირველი tv-ს ეთერში გააკეთა.  

მისი თქმით, პროკურატურა პოლიტიკური დღის წესრიგის გავლენის ქვეშ მოექცა. „არჩევნებამდე 8 თვე დარჩა და განსაკუთებული მორჩილების ნიშნით ხდება გადაწყვეტილების მიღება.ირაკლი შოთაძესთან თავის დროზე მქონდა ძალიან კარგი და ჯანსაღი თანამშრომლობა. როდესაც ვიყავი იმ კომიტეტში, რომელსაც პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდა პროკურატურასთან. არ მიჭირდა მასთან საქმიანი ურთიერთობა. არ იყო ჩაკეტილი, იყო გახსნილი. ჰქონდა ბევრი დადებითი თვისება, მაგრამ ახლა მას მობრუნებას არაფრით არ ვურჩევდი. იმ წასვლას მართლა ჰქონდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი. ამ ვითარებაში განსაკუთრებით ხაზარაძის ეპიზოდმა დაამძიმა ნდობის პროცესი. არ იყო მისი პასუხები დამაჯერებელი. არ ვიცი ამ ველში მეორედ რატო შემოვიდა. როგორც ჩანს გარანტიები ჰქონდა ისე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.   

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა უკვე მეორედ 6 წლის ვადით დაიკავა.

Facebook Comments
%d bloggers like this: